fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში შაბათ-კვირას ტემპერატურა კვლავ იმატებს – 37 გრადუსი და იდეალური ამინდი სანაპიროებზე გასასვლელად

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაცით, მომდევნო სამი დღის მანძილზე საბერძნეთში ტემპერატურა კვლავ იმატებს და შაბათ-კვირას იდეალური ამინდი იქნება, სანაპიროებზე გასვლისთვის. მიუხედავად ამისა, როგორც ირკვევა, მცირე პერიოდული წვიმა მოსალოდნელია ჩრდილოეთით მთიან რეგიონებში.

ხვალიდან ტემპერატურა 36-37 გრადუსამდე მოიმატებს და ივლისის თვე ცხელი დღეებით დაიწყება.

რაც შეეხება კონკრეტულ პროგნოზს, რეგიონების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

დასავლეთ მაკედონია-თრაკი – მოსალოდნელია 12-დან 28 გრადუსამდე.

იპირო – 18-დან 32 გრადუსამდე.

თესალია – 18-დან 33-34 გრადუსამდე.

იონიის კუნძულები 19-დან 31 გრადუსამდე.

კრეტა – 19-დან 31-32 გრადუსამდე.

ეგეოსის კუნძულებზე ჰაერი 33-34 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, სინოპტიკოსები 34 გრადუსს გვპირდებიან, ხოლო ხვალ და ზეგ უკვე ჰაერი 37 გრადუსამდე გათბება, თესალონიკში კი, მოსალოდნელია 19-დან 31 გრადუსამდე.

 

onalem

ტესტ