fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის კუნძულ სერიფოსზე ნავის გვერდით 3 მეტრიანი ზვიგენი გამოჩნდა

საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ სერიფოსზე მყოფი ახალგაზრდები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც მათ გვერდით, სრულიად მოულოდნელად, უზარმაზარი ზვიგენი გამოჩნდა.

ბიჭებმა მაშინვე ჩართეს კამერა და გადაიღეს, როგორ მიცურავს მათი მცირე ზომის ნავის გვერდით 3 მეტრიანი ზვიგენი, თუმცა, მათთვის ზიანი არ მიუყენებია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩანს, რომ ბიჭები აღელვებულები არიან და ვერ იჯერებენ, თუ რა სანახაობის წინაშე დგანან.

“ეს არის მტაცებელი თევზი, ისევე როგორც ზვიგენების უმეტესობა, გარდა კონკრეტული სახეობებისა, პროვოცირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეუძლია შეტევა და თავდასხმა. ეგეოსის ზღვაში თეთრი ზვიგენებიც არიან, თუმცა, შანსი, რომ ადამიანებს დაესხან თავს, უკიდურესად მცირეა. 

ჩემი რჩევა ისაა,რ ომ თუკი ზვიგენს წააწყდებით, შეინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე და დისტანცია, არ უნდა მოახდინოთ მისი პროვოცირება,” აცხადებს ბიოლოგიის პროფესორი, თანასის ციკლირასი.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ