fbpx
პოლიტიკა

15 წლიანი ციკლის შემდეგ ალექსის ციპრა ΣΥΡΙΖΑ -ს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა!

15 წლიანი პოლიტიკური ციკლისა და აქტიური მოღვაწეობის შემდეგ, ალექსის ციპრამ ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. 25 ივნისის არჩევნებში მარცხის შემდეგ ციპრამ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი აღარ იქნება და დაიწყო ახალი ხელმძღვანელობის არჩევის პროცედურები.

“გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ, რომ პარტიის წევრებმა აირჩიონ ახალი ხელმძღვანელობა, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. მე, რა თქმა უნდა, კანდიტატი აღარ ვიქნები, მაგრამ ვიქნები აქტიური არჩევნებამდე, არჩევნების პროცესში და მის შემდეგაც. 

ახალი ΣΥΡΙΖΑ არის ჩვენი პრიორიტეტი და არ უნდა დავკარგოთ არცერთი წუთი “ახალ დემოკრატიასთან” დაპირისპირებაში, ასევე, ჩვენს სისუსტეებთან და პრობლემებთან. გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ საღ გონებაზე. 

არ დავმალავ, რომ აღელვებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ჩემთვის ტკივილის ელემენტები აქვს, ისევე როგორც ექნებოდა ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის. მაგრამ ასევე აქვს გამოწვევების ელემენტები, რათა ჩემი დამოკიდებულებითა და მაგალითით დავამტკიცო, რომ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი, პოლიტიკაში, შეგიძლიათ იყოთ კრეატიულები და ამას გარდა, იყოთ კიდევ უფრო სასარგებლოები, სკამისა და თანამდებობის გარეშეც,” განაცხადა ციპრამ.

onalem

ტესტ