fbpx
საბერძნეთი

დღესაც ძლიერი წვიმა და სეტყვა ატიკის რეგიონში – არსებობს დატბორვის საფრთხე

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ატიკაში, დღესაც წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.

ირკვევა, რომ შუადღის შემდეგ იწვიმებს კრეტაზე, იონიისა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, გაუარესებული ამინდის ფენომენი დღესაც შენარჩუნდება და იწვიმებს, რასაც თან ახლდება სეტყვაც გუშინდელი დღის მსგავსად.

დილიდან წვიმდა პალინისა და სპატას ტერიტორიებზე.

როგორც სამოქალაქო დაცვის სამინისტრო იუწყება, მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან არსებობს წყალდიდობის საფრთხე.

onalem

ტესტ