fbpx
საბერძნეთი

“სიმსივნე სრულიად უეცრად “მოვიდა” და ძალიან ავთვისებიანი იყო” – სტავროს თეოდორაკის

ცნობილმა ჟურნალისტმა, სტავროს თეოდორაკიმ, ტელეკომპანია ΕΡΤ-თან ისაუბრა და პირველად აღნიშნა, თუ როგორ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ სიმსივნე ჰქონდა, თანაც ავთვისებიანი.

“სიმსივნე სრულიად მოულოდნელად “მოვიდა”, სასაცილოა, რომ აქამდე არასოდეს მითქვამს. გენერალურ საზღვაო ჰოსპიტალში ვიყავი და ახალგაზრდა ექიმმა მითხრა, ასე, უბრალოდ, ანალიზი გამეკეთებინა. თითქმის ძალით წამიყვანა და გამაკეთებინა ანალიზი. შემდეგ მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, რომ ისევ მისვულიყავი, რადგან რაღაც შეცდომა იყო მომხდარი. მივედი, ისევ გავიკეთე ანალიზი და აღმოჩნდა, რომ ძალიან ავთვისებიანი სიმსივნე მქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, ახლა ყველაფერი კარგად არის.

მინდა ვთქვა, რომ ჩემს ღირებულებებში ამ ამბის გაგების შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა, რადგან მამაჩემის 62 წლის ასაკში გარდაცვალებამ ძალიან მატკინა გული. ვიცოდი, რომ სიკვდილი არის რაღაც, რაც ძალიან ახლოს არის და ყველას გვემუქრება. ჩემს ცხოვრებაზე გავლენა სწორედ ამ ფაქტმა იქონია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შევძელი, რომ ცხოვრებუსეული მუდმივი შფოთვა მოვიშორო,” ამბობს თეოდორაკი.

 

onalem

ტესტ