fbpx
საბერძნეთი

Pizza Hut საბერძნეთის ბაზრიდან გადის – დღეიდან 16 ფილიალი იკეტება

Pizza Hut-ის ხელმძღვანელობა ბოლო წლების მანძილზე თავდაუზოგავად ცდილობდა გადაერჩინა საკუთარი თავი და საბერძნეთის ბაზარზე კონკურენტუნარიან კომპანიად დარჩენილიყო, თუმცა, ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა.

ირკვევა, რომ ბოლო 12 წლის მანძილზე პიცის მწარმოებელმა კომპანიამ, საბერძნეთში ფინანსურ კრიზისს მიუხედავად, დაახლოებით 23 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო, რომ საკუთარი ქსელი გაეფართოვებინა და გაეძლიერებინა. შეიქმნა მინიმუმ 450 სამუშაო ადგილი უმოკლეს დროში. მიუხედავად ამისა, კორონავირუსის პანდემიამ Pizza Hut-ს გამოუსწორებელი ფინანსური დარტყმა მიაყენა და უკვე არსებულ სირთულეებთან ერთად ამ ყველაფერს ხელმღძვანელობა ვეღარ გაუმკლავდა.

კომპანია დღეიდან 16 ფილიალს ხურავს და სხვადასხვა წყაროების მიხედვით, კრახი განიცადა არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. Pizza Hut გაკოტრდა ამერიკაშიც, რაც ასევე კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.

საბერძნეთში კომპანიის ფილიალების დახურვა 180 ადამიანის უმუშევრად დარჩენას ნიშნავს.

onalem

ტესტ