fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

“ცოლს ყოველდღე სცემდა, რომ ფული აეღო” – ოჯახური ტრაგედიის ახალი დეტალები

აგიუ ანარგირუს ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. პოლიციელის მიერ მოკლული სიდედრის ძმა საჯაროდ საუბრობს.

მიხალის ხარუვიმი აცხადებს, რომ პოლიციელი ოჯახისგან მუდმივად თანხას ითხოვდა, ცოლის მიმართ აგრესიული იყო და მას ყოველდღე სცემდა. “ის კრიმინალი იყო. ცოლს ყოველდღე სცემდა, რათა ფული მიეღო. ორი წლის მანძილზე მას იარაღით ემუქრებოდა. სურდა დიდი მანქანა ეყიდა, რათა სიმისტისთან კოლონაკში ევლო. ამიტომ მოკლა ცოლი, ჩემი და კი მათთან ავიდა და შემდეგ ისიც მოკლა. ჩემი და მეუბნებოდა, რომ ძალიან იტანჯებოდნენ.”

ტრაგედია ორშაბათს გამომჟღავნდა. პოლიციელმა, რომელიც კოსტას სიმიტისის დაცვაში მსახურობდა, მოკლა ცოლი, შვილი, სიდედრი, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ სუიციდი ჩაიდინა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ მამაკაცს მკვლელობამდე ცოლთან კამათი ჰქონდა, შემდეგ კი გულმკერდის არეში სამჯერ ესროლა.

წყვილთან ქალის დედა ავიდა, რათა გაერკვია თუ რა ხდებოდა, რის შედეგადაც მამაკაცმა ისიც მოკლა, ხოლო შემდეგ თავისი 3,5 წლის ქალიშვილი გამოსალმა სიცოცხლეს. საბოლოოდ კი თავი მოიკლა.

onalem

ტესტ