fbpx
საბერძნეთი

“ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, ვერსად წავა” – მატინა პაგონი ახალი კარანტინის შესახებ საუბრობს

“აუცილებლად მოგვიწევს ახალი კარანტინის დაწესება და მე-4 ტალღასთან გამკლავება, თუ 60 წელს ზემოთ მოსახლეობა არ აიცრება,” აცხადებს პროფესორი, მატინა პაგონი.

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან პაგონიმ ახალი კარანტინის დაწესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის იმუნიტეტის მაჩვენებელი საბერძნეთის მოსახლეობაში მხოლოდ 22%-ს უდრის. მიზანია, რომ ივნისის ბოლოსთვის ეს რიცხვი 50%-მდე გაიზარდოს, ხოლო აგვისტოს ბოლოს 70%-მდე. სექტემბრისთვის მოელის, რომ აცრილი იყოს მოსახლეობის 80%.

“ვისაც ზამთარში ვაქცინაცია არ ჩაუტარებია, ვერსად წავა,” აღნიშნა პაგონიმ.

პროფესორის თქმით, თუ მსგავსი წვეულებები მთელი ზაფხულის მანძილზე გაგრძელდა, აუცილებლად მოგვიწევს კორონავირუსის მე-4 ტალღასთან გამკლავება. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ვაქცინას არ გავიკეთებთ, პანდემია არასოდეს დასრულდება.

 

onalem

ტესტ