fbpx
საბერძნეთი

ნაქსოსი: ტავერნის მეპატრონის ორიგინალური გზა მაღალი გადასახადების გასაპროტესტებლად

ნაქსოსზე მდებარე ერთ-ერთი ტავერნის მეპატრონემ გადაწყვიტა, საბერძნეთში ბოლო 7 წლის მანძილზე არსებული მაღალი გადასახადები და მძიმე მდგომარეობა გაეპროტესტებინა, თუმცა, მან ეს არ გააკეთა ისეთი გზებით, როგორიცაა იარაღით სირბილი და სროლა, არამედ მეტად ორიგინალური აზრი მოუვიდა.

მან ტავერნის მენიუს უკანა  ნაწილზე ბერძნულ და ინგლისურ ენაზე გამოხატა საკუთარი აზრი და პროტესტი. ამიტომ ყველა, ვინც კი მენიუს ხელში აიღებს შეუძლია წაიკითხოს, თუ სად მიდის თანხა, რომელსაც ისინი იხდიან:

”მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ თანხა, რომელსაც საბერძნეთი გადასახადების სახით ხალხისგან იღებს, იხდება ბანკებში, რათა დაიფაროს ქვეყნის სახელმწიფო ვალი. ჩვენ ვიხდით გადასახადს, რომ ვიცხოვროთ სიღარიბესა და უმუშევრობაში. ვუყურებთ, თუ როგორ ინგრევა საჯარო განათლება და ჯანდაცვის სისტემა. ეს საშინელი საქმე კეთდება პოლიტიკოსების მიერ. ყველაფერ ამას, რაც ამ ადამიანებმა და ინსტიტუტებმა შექმნეს, ”ეკონომიკური კრიზისი” უწოდეს და მოითხოვენ ჩვენგან, ვიყოთ კანონმორჩილი და გადავიხადოთ გადასახადები.”


onalem

ტესტ