fbpx
საბერძნეთი

“მაქსიმალურად შეზღუდეთ გადაადგილება” – ატიკის გუბერანტორი, გიორგოს პატული მოსახლეობას მიმართავს

ატიკის რეგიონში თოვლის გამო საკმაოდ სერიოზული პრობლემებია შექმნილი. საუბარია ძირითადად ჩრდილოეთ ტერიტორიაზე, სადაც გზები გადაიკეტა, რადგან გადაადგილება საფრთხის შემცველია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის წინ დაიკეტა კატეხაკის გამზირიც. ატიკის გუბერნატორი, გიორგოს პატული მიმართავს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ მანქანებით გადაადგილება, საუბარი ზედმეტია მოტოციკლების გამოყენებაზე.

“რაც უფრო დრო გავა, მით უფრო მეტად იქნება საჭირო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენება. შეიძლება გზების უმეტესობა ღია იყოს და ასე შევინარჩუნოთ მარილის საშუალებით, მაგრამ ჩრდილოეთ ნაწილებში მოყინული იქნება და ეს საკმაოდ სახიფათოა,” აცხადებს პატული.

დედაქალაქში დიდი სირთულეებით გადაადგილდება საჯარო ტრანსპორტიც.

ნახეთ ვითარება ათენის საერთაშორისო აეროპორტში:

onalem

ტესტ