fbpx
საბერძნეთი

ათენი: საჯარო ტრანსპორტის ბილეთების შეძენა პირდაპირ ტელეფონებისა და საბანკო ბარათების საშუალებით

ინფრასტრუქტურისა და ტრასნპორტის მინისტრმა, ხრისტოს სტაიკურასმა განაცხადა, რომ საჯარო ტრანსპორტის გამოყენება გაცილებით მარტივი უნდა გახდეს და მომავალში უნდა გამარტივდეს ბილეთების შეძენის გზაც.

სტაიკურასმა აღნიშნა, რომ სულ მალე ბილეთები პირდაპირ ტელეფონების საშალებით იქნება ხელმისაწვდომი, მათ შესაძენად კი, საბანკო ბარათებს გამოვიყენებთ, თუნდაც, ელექტრონული სახით.

“საჯარო ტრანსპორტის გაძლიერება სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. ცხადია, აქ არ იგულისხმება მხოლოდ უშუალოდ ტრანსპორტი, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხები, მოსახლეობისთვის ბილეთებზე წვდომის გამარტივება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ყველა მხრივ. სულ მალე სამგზავრო ბილეთების შეძენისთვის ადამიანებს რიგებში დგომა აღარ მოუწევთ, პირდაპირ შეიძენენ საკუთარი ტელეფონებიდან საბანკო ბარათების საშუალებით.

რაც შეეხება თავად ტრანსპორტს, 2024 წლიდან ათენსა და თესალონიკში ახალი ელექტრო ავტობუსები ივლიან, რომლებიც ცხადია, გარემოს 0%-ით დააბინძურებენ, გეგმაშია 400 ავტობუსი, ხოლო მოგვიანებით კიდევ 600 დაემატება,” აცხადებს სტაიკურასი.

ცხადია, ქაღალდის ბილეთების შეძენის ალტერნატივა კვლავ ძალაში დარჩება.

onalem

ტესტ