fbpx
საზოგადოება

ფრთხილად ტელეფონების შეძენისას, რომლებიც საეჭვოდ იაფია – თაღლითობა საბერძნეთში!

საბერძნეთის პოლიცია ბოლო პერიოდში მომრავლებული მსგავსი თაღლითური შემთხვევების შესახებ იუწყება. როგორც ირკვევა, სოციალური ქსელების საშუალებით დამნაშავეები ცდილობენ ხალხი მოატყუონ ისე, რომ თანხა გადაახდევინონ, თუმცა, ნაყიდი პროდუქტი არ გაუგზავნონ.

ბოლო მსხვერპლი კოზანში მცხოვრები 54 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც ეგონა, რომ მობილური ტელეფონი შეიძინა და თაღლითს ბანკის ანგარიშზე 140 ევრო გადაურიცხა, ტელეფონი კი, ცხადია, ვერასოდეს მიიღო.

როგორც ირკვევა დამნაშავეები მუდმივ კონტაქტს აწარმოებენ პოტენციურ მყიდველთან და სთავაზობენ მათ იაფფასიან, მაგრამ მიმზიდველ პროდუქტს, პარალელურად კი თამაშობენ როლს, რომ მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევიან.

პოლიციამ გამოძიების საფუძველზე დაადგინა, რომ ბანკის ანგარიში, რომელზეც მამაკაცმა თანხა ტყუილად გადარიცხა, 36 წლის ბერძენს ეკუთვნის. მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

onalem

ტესტ