fbpx
საზოგადოება

30.000 ევროს ოდენობის ჯარიმა ბერძენ მამაკაცს, რომელმაც თესალონიკში კნუტი სიკვდილამდე სცემა

საბერძნეთის პოლიციამ მოახერხა 39 წლის მამაკაცის იდენტიფიცირება, რომელმაც თესალონიკის ცენტრში პატარა კნუტი ცემით სიკვდილამდე მიიყვანა. როგორც ცნობილი გახდა, საუბარია ბერძენზე, რომლის წინააღმდეგაც საქმე თეთრი კოშკის განყოფილებაში აღიძრა და დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 30.000 ევროს ოდენობით.

მისი სასტიკი ქმედებები მაღაზიის კამერამ დააფიქსირა, ვიდეო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას გადაეცა და ამის შემდეგ მოხდა საჩივრის შეტანა.

ვიდეო, რომელიც თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო, ინტერნეტ სივრციდან წაიშალა, მძიმე შინაარსის გამო.

ამას გარდა, უმნიშვნელოვანესია, რომ სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა სპეციალური ცხელი ხაზი, ნომრით: 10410, რომელზეც შესაძლებელია ძალადობრივი ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში განაცხადის გაკეთება. მოქალაქეებს, რომლებიც შეესწრებიან ცხოველზე ძალადობის ნებისმიერ ფორმას, შეუძლიათ აცნობონ შესაბამის სამსახურს აღნიშნული ცხელი ხაზის საშუალებით.

onalem

ტესტ