fbpx
საზოგადოება

“მიყვარს საბერძნეთი და ის ხალხი, რომელმაც აქ მიმიღო” – 17 წლის ემიგრანტი ბიჭი საბერძნეთის დროშით

მიუხედავად ენის ბარიერისა, 17 წლის ემიგრანტი ბიჭი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, რაც თურქეთის გავლით საბერძნეთში ჩამოვიდა, მან შეძლო დამდგარიყო იმ მოსწავლეთა გვერდით, რომელთაც გუშინ, 28 ოქტომბრის ღონისძიებაზე ქვეყნის დროშა ასწიეს.

ხასანუ ბანგლადეშიდან არის და ამ დროისთვის 20 სხვა ბავშვთან ერთად აგიოს დიმიტრიოს ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. უმძიმესი პერიოდისა და უცხო ქვეყანაში მოხვედრის მიუხედავად, ის სანიმუშო მოსწავლეა.

“ჩემთვის პატივია, რომ მომეცა საშუალება, ვიდგე საბერძნეთის დროშის გვერდით. ბედნიერი ვარ და მიყვარს საბერძნეთი და სტუმართმოყვარე ხალხი, რომელმაც აქ მიმიღო,” თქვა მან ტელეკომპანია SKAI-სთან საუბრისას.

ჰასანუ სამ ენაზე საუბრობს და სურს, რომ ბერძნულსაც სრულყოფილად დაეუფლოს და მომავალში წარმატებული პროგრამისტი გახდეს.

onalem

ტესტ