fbpx
კრიმინალი

“მანქანაში 16 წლის ნახევრად შიშველი მოზარდი ეჯდა” – ათენში 55 წლის მამაკაცი დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ ათენში, კერძოდ ნეა იონიის ტერიტორიაზე 55 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროვება ედება.

როგორც ოფიცრები იტყობინებიან, ის სწორედ იმ დროს დააკავეს, როდესაც თავის მანქანაში 16 წლის ნახევრად შიშველი მოზარდი ეჯდა.

გამოძიების საფუძველზე დადგენილია, რომ ის ბავშვებს სოციალური ქსელის საშუალებით უკავშირდებოდა, შეხვედრებზე უთანხმდებოდა და ინტიმური კავშირის სანაცვლოდ თანხას სთავაზობდა.

55 წლის მამაკაცს უმკაცრესი სასჯელი ელის.

onalem

ტესტ