fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიციამ საბერძნეთის რკინიგზის თანამშრომლები და მენეჯერი დააპატიმრა

რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთის პოლიციამ 19 პირი დააკავა, რომელთაც ბრალად რკინიგზის აღჭურვილობის მოპარვა ედებათ. როგორც აღმოჩნდა, მათ შორის არიან ორგანიზაციის (OSE-ს) მენეჯერი და თანამშრომლები.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. OSE-ს 8 დაკავებული თანამშრომლისა და მენეჯერის გარდა, კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი ჰქონდა საბერძნეთის ელექტრო ენერგიის მომმარაგებელი კომპანიის DEH-ს თანამშრომლებს, რომლებიც კრიმინალებს საქმეს უადვილებდნენ და ისინიც უფრო მარტივად ითვისებდნენ რკინის მასალას. ისინი ამისთვის ქრთამს იღებდნენ, რომლის რაოდენობაც თავდაპირველად 100 ევრო იყო, ხოლო შემდეგ 40, 000 ევრომდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფება აღნიშნულ საქმიანობას ქვეყნის რამდენიმე ნაწილში ეწეოდა და ეს ყველაფერი 15 თებერვლიდან დაიწყო.

რკინიგზის კომპანიისთვის მიყენებული ზარალი 7 მილიონ ევროს უდრის. დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები ბოშები არიან.

დაკავებულია 19 პირი, თუმცა, როგორც პოლიცია იტყობინება, საქმეში სულ გარეულია 30 ადამიანი.

onalem

ტესტ