fbpx
საზოგადოება

ცვლილებები ავტობუსებთან დაკავშირებით ათენსა და თესალონიკში

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში ცვლილების შეტანის ინიციატორი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროა, რომელიც ამ პროექტის განხორციელებას  OASA-ს და OSCE-ს თანადგომით აპირებს. ახალი რეგულაცია, სავარაუდოდ, დღეს გავა კენჭისყრაზე.

ახალი პროექტი, უპირველეს ყოვლისა, ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემების გადასაჭრელად შემუშავდა.

ათენის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაგეგმილია ადგილობრივი მარშრუტების მოდიფიცირება, რათა OASA-მ დაფაროს მთელი ატიკა და თესალონიკი და აგრეთვე, თესალონიკის საერთაშორისო აეროპორტი. ეს პროექტი დამტკიცდა კომპეტენტური სამინისტროსა და KTEL-ის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწვეტილებით.

KTEL-ის კომპანიაში შეიქმნება სპეციალური აუდიტი, რომელიც გააკონტროლებს მარშრუტების სიხშირეს და მის სისტემატურობას. ასევე, შემუშავდება ახალი, ელექტრონული ბილეთების სისტემა. გარდა ამისა, 2,000 და 4,000 ევროანი ჯარიმები გაუქმდება ახლად დაგეგმარებულ ხაზებზე.

 

 

onalem

ტესტ