fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: დაიღუპა 9 წლის გოგონა, რომელმაც ტკბილეულის მირთმევისას ალერგიული შოკი მიიღო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, გარდაიცვალა 9 წლის გოგონა, რომელმაც სკოლაში ტკბილეულის მირთმევისას ალერგიული შოკი მიიღო და უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა.

შემთხვევა 24 იანვარს მოხდა და მთელი ამ ხნის მანძილზე მცირეწლოვნის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჰოსპიტალიზაციის პერიოდში ექიმები ყველანაირად ცდილობდნენ მის გამოჯანმრთელებას, მაგრამ მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თანაკლასელი გოგონასგან ნაჩუქარი ტკბილეული ასეთ ტრაგედიას გამოიწვევდა, 9 წლის ბავშვი საავადმყოფოში მოთავსებიდან სამი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

ექიმების ცნობით, უმოკლეს დროში გოგონამ გულის შეტევა ოთხჯერ მიიღო და მის დახმარებას ყველა სპეციალობის ექიმი ცდილობდა: ანესთეზიოლოგები, პედიატრები, კარდიოლოგები. სამედიცინო პერსონალის უდიდესი ძალისხმების მიუხედავად, სამი კვირის შემდეგ გოგონა დაიღუპა.

 

onalem

ტესტ