fbpx
საზოგადოება

გარდაიცვალა ცნობილი ბერძენი კომპოზიტორი, იანის სპანოსი

ცნობილი ბერძენი კომპოზიტორი, იანის სპანოსი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობრებმა გაავრცელეს.

როგორც კომპოზიტორის ახლობლები იუწყებიან, სპანოსს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია და გიორგოს ხაძინასიოსთან ერთად წარმოდგენის გასამართად ემზადებოდა.

იანის სპანოსი 1934 წელს კორინთიაში, კერძოდ, კიატოში დაიბადა. კარიერა სიმღერით, “Μια αγάπη για το καλοκαίρι” დაიწყო და შემდეგ უკვე უამრავი მათგანის ავტორი გახდა.

სპანოსი თანამშრომლობდა ბევრ უცხოელ კომპოზიტორთან, მომღერალსა და მსახიობთან. მის სიმღერებს ასრულებენ ცნობილი ბერძენი ვარსკვლავები: არლეტა, ელენი დიმუ, ხარის ალექსიუ, იანის პარიოსი, კოსტას კარალისი.

onalem

ტესტ