fbpx
საზოგადოება

“რაც ციხიდან გამოვედი, აივანზეც კი არ გავსულვარ” – დამლაგებელი, რომელიც დაკავებული იყო

დამლაგებელი ქალი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაპატიმრებული იყო, სასამართლო პროცესს ელოდება. მან ბერძნულ მედიასთან ისაუბრა, თუ როგორ ღელავს და როგორ უნდა, რომ სამსახური დაიბრუნოს:

“6 თებერვალთან დაკავშირებით ძალიან ვღელავ. ნამდვილად მინდა, რომ სამსახური დავიბრუნო. ახლა რამდენიმე სახლის დალაგება მომიწევს, მაგრამ ჩემს ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირს.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ჩემთვის წარმოუდგენლად ჟღერს, რომ გარეთ ვარ. ფსიქოლოგიურად არ ვარ კარგად. ციხეში ერთი დღის გატარებაც კი ძნელია. მას შემდეგ, რაც გამათავისუფლეს არც სუპერმარკეტში, არც საცხობში, აივანზეც კი არ გავსულვარ. რაც მოხდა, ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. სამეზობლო მიცნობს, იციან ვინც ვარ, მაგრამ თავს უცნაურად ვგრძნობ.”

დიმიტრა ციადაკი ელეონას ციხეში 23 დღის მანძილზე იმყოფებოდა. მას სასკოლო ატესტატის გაყალბება ედებოდა ბრალად, რომელიც სამსახურის დასაწყებად გამოიყენა. მას შემდეგ საქმეს პატიოსნად ემსახურებოდა და სწორედ ამიტომ, მას უპრეცენდენტო რაოდენობის ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა, რის გამოც გაათავისუფლეს. თავდაპირველად მას 10 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

“ციხეში როცა ვიჯექი, არ ვფიქრობდი, რომ იქ წლებს გავატრებდი. ვფიქრობდი, რომ ხვალ საკანს დავტოვებდი. ძალიან შეშინებული ვიყავი. არც კი ვიცოდი რასთან მქონდა საქმე, ბავშვივით ვიყავი, რომელიც უაპტრონოდ არის და თავისით უნდა გადარჩეს. ჩემთან ერთად ისხდნენ ძირითადად ფინანსურ დანაშაულში, ორი კი მკლელობაში ბრალდებული ქალი. ყველაზე საშინელი მომენტი იყო კარის ხმა, რომელიც დაიხურა და შენ არსად შეგიძლია წასვლა. იქ 23 დღე გავატარე და ეს დრო გაიყინა. როგორ ატარებენ ციხეში 10 წელს?!” – ამბობს დამლაგებელი ქალი, რომელიც საკუთარ სამსახურს 18 წელი პატიოსნად ემსახურა.

 

onalem

ტესტ