fbpx
საბერძნეთი

“მკვლელია ის, ვინც ყალბ ცნობებს ავრცელებს კორონავირუსზე, ახალგაზრდებს კიდევ დავკარგავთ” – ნიკოს ძანაკის

კრეტას უნივერსიტეტის პროფესორმა, ნიკოს ძანაკიმ, მკვლელები უწოდა მათ, ვინც კორონავირუსთან, ვაქცინასთან და ზოგადად, პანდემიასთან დაკავშირებით ყალბ ცნობებს ავრცელებს. მისი მოსაზრებით, მსგავსი ქმედებები უნდა მიიჩნეოდეს დანაშაულად, რადგან ბევრ ადამიანეზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას და სიკვდილამდეც კი მიჰყავს ისინი.

“ახალგაზრდებს აქვთ მეტი ძალა გაუძლონ მაღალ ტემპერატურას და როდესაც კითხულობენ ამდენ დეზინფორმაციას, წყვეტენ, რომ არ წავიდნენ საავადმყოფოში. შემდეგ მიდიან უკიდურეს მდგომარეობამდე და ვეღარ ხერხდება შველა. ამიტომ, ისინი, ვინც ავრცელებენ ყალბ ცნობებს, არიან მკვლელები. უნდა განხორციელდეს სამართლებრივი ქმედებები, რომ მსგავსი ქცევა იქცეს დანაშაულად. 

რაც შეეხება 40 წლის მამაკაცს, რომელის ვირუსს შეეწირა, ის არ წავიდა ასაცრელად, რადგან ნახა, რომ მისი ოჯახის წევრები დაინფიცირდნენ, ადვილად გადაიტანეს და ჩათვალა, რომ თავადაც იგივე მდგომარეობა ექნებოდა. ეს არასწორი მიდგომაა. 

ამ დროისთვის ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებული, 15%-20%-ია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ დავკარგავთ მათ. აუცრელები ერთი დიდი რეზერვუარია, რომელთა ნაწილიც მძიმედ დაავადდება.

თუ ამ კვირაში მონაცემები იგივე ტენდენციით წავა, სულ მალე გვექნება ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ