fbpx
საბერძნეთი

“სიკვდილის კონტრაქტი” – ბაბის ანაგნოსტოპულოს ეშინია, რომ ციხეში მოკლავენ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ბაბის ანაგნოსტოპულოს მის წინააღმდეგ დადებული “სიკვდილის კონტრაქტის” ეშინია.

როგორც უკვე ცნობილია, საკუთარი ცოლის მკვლელი მალანდრინუს ციხეში გადაიყვანეს, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა თავად ანაგნოსტოპულო, ვინაიდან ახლა საკანში ალბანელ პატიმართან ერთად იმყოფება. მისი ადვოკატის განცხადებით, ვინმეს შესაძლებელია მისი მოკვლა უნდოდეს და სცადოს კიდეც.

ამ ყველაფრის გარდა, კაროლაინის მამა ბრიტანულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მისი აზრით, არსებობს არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი, რომელთაც ანაგნოსტოპულოს მოკვლა უნდათ, რათ გააჩუმონ ის. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებთანაც კავშირი ჰქონდა მანამდე, ვიდრე კაროლაინს მოკლავდა.

“ჩემი შეგრძნება ის არის, რომ მინდა იქამდე მინიმუმ 2 წელი მაინც იტანჯოს,” აცხადებს დეივიდ ქრაუჩი.

რაც შეეხება პატარა ლიდიას, მისი ბაბუა ამბობს, რომ ძალიან მხიარული და აქტიური  ბავშვია, დამხმარე ჰყავთ, რომელიც გოგონას არაჩვეულებრივად უვლის და ბედნიერია, რომ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, ცხადია, პარალელურად, გამოხატავს მწუხარებას, რომ მისი კაროლაინი საკუთარი შვილით ვერ ტკბება.

 

onalem

ტესტ