fbpx
საზოგადოება

ΑΜΚΑ და ΑΦΜ-ის დასასრული – საბერძნეთში მოქალაქის ერთი, პირადი ნომერი შემოდის

საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრი, კირიაკოს პიერაკაკი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში საბერძნეთში, ბიუროკრატიული პროცესების შემცირების მიზნით, მოქალაქის ერთი, პირადი ნომერი შემოვა, რომელიც არსებულ ΑΦΜ-სა და ΑΜΚΑ-ს ჩაანაცვლებს.

როგორც მინისტრი განმარტავს, მოქალაქე Gov.gr-ის პლატფორმით ისარგებლებს, საკუთარი კოდებით შევა და ჩამოტვირთავს პირადობის მოწმობასა და მართვის მოწმობას (არსებობის შემთხვევაში), რომელზეც დატანილი იქნება პირადი ნომერი და გამოიყენებს მას ყველგან, სადაც საჭირო იქნება, ΑΦΜ-ისა და ΑΜΚΑ-ს ნაცვლად.

“მოქალაქეებს მხოლოდ ერთი რიცხვის ცოდნა დასჭირდებათ, ამას გარდა, ხელმისაწვდომი იქნება უნიკალური, QR კოდი, რომელსაც ადამიანები საჯარო უწყებებში გამოიყენებენ. ახლა ყველაფერი უკვე ციფრულად მოხდება,”ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ პირადი ნომერი დატანილი იქნება პირადობის ახალ მოწმობებზე, ხოლო რა მოხდება ემიგრანტების შემთხვევაში, რომელთაც ბინადრობის ნებართვები აქვთ, მინისტრი ოფიციალურ განცხადებებს აუცილებლად გააკეთებს.

onalem

ტესტ