fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძნებში სიკვდილიანობის ტენდენციამ იმატა: 2050 წლისთვის მოსახლეობა 18%-ით შემცირდება

ბერლინის მოსახლეობისა და განვითრების ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობა საბერძნეთში მუდმივად მცირდება.

ინსტიტუტის მეცნიერებმა აღნიშნეს ფაქტი, რომ საბერძნეთის მოსახლეობა 0,68%-ით შემცირდა, დაახლოებით 80, 000 ადამიანით 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ. საერთო ჯამში კი, გარდაცვლილთა და ქვეყნიდან ემიგაციაში წასულ ადამიანთა რაოდენობა 140, 000-ია. (ინფორმაცია დადასტურებულია ELSTAT-ის მიერ.)

საბერძნეთში არსებული ასეთი დემოგრაფიული ტენდენცია უნდა შედარდეს თურქეთის დემოგრაფიულ მდგომარეობას, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მალე 100 მილიონს მიაღწევს. ამ დროს კი საბერძნეთში მოსახლეობა მომავალი 60 წლის მანძილზე კიდევ 30%-ით შემცირდება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2011-2016 წლებში საბერძნეთმა მოსახლეობის 3% დაკარგა. აქვე უნდა იქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ფონზე უფრო და უფრო ნაკლები ბავშვი იბადება.

2016 წელს 10,8 მილიონიდან მოსახლეობა 2030 წლისთვის 9,9 მილიონამდე შემცირდება, ხოლო 2050 წლისთვის 8,9 მილიონამდე. ეს კი 18%-ს შეადგენს.

რაც შეეხება შობადობის მაჩვენებელს, რომელიც საბერძნეთში 1,33-ს შეადგენს, ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია.

onalem

ტესტ