fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ფარმაცევტები თესალონიკიდან: ”პაციენტები მედიკამენტებს 4 თვე ელოდებიან!”

თესალონიკელი ფარმაცევტები ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის სფეროს პრობლემებზე საუბრობენ:

”შემცირებული იმპორტისა და გაზრდილი ექსპორტის გამო, მედიკამენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა – განსაკუთრებული დეფიციტი არსებობს ინსულინზე.

სიტუაცია დრამატულია, ვინაიდან ადამიანებს დაავადებათა ფართო სპექტრი აღენიშნებათ. აფთიაქის თაროებიდან გაქრა ვაქცინები, კუჭ-ნაწლავის, დიაბეტის, გულის დაავადებათა და სხვა სამკურნალო მედიკამენტები.

ყოველ დღე- 2-3-დან 15-მდე ადამიანი გვაკითხავს, რომელიც შემდეგ მინიმუმ 25 დღე ან 3-4 თვე ელოდება საჭირო მედიკამენტებს. მაგალითად, B ჰეპატიტის სამკურნალო ვაქცინა უკვე 1 წელზე მეტია დეფიციტშია, ბოლო სამი თვეა იგივე მდგომარეობაა გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალო წამლებთან დაკავშირებით.

როდესაც პაციენტები ჩვენთან მოდიან და ვეუბნებით, რომ სასურველი მედიკამენტი ქვეყანაში არ არსებობს და 3-4 თვით ლოდინი მოუწევთ, ისინი იძულებული ხდებიან ექიმთან დაბრუნდნენ და გამოწერილი წამლები შეცვალონ.

ყველაზე სერიოზული პრობლემა არსებობს ინსულინთან დაკავშირებით, ვინაიდან, როდესაც პაციენტი ექიმისგან იღებს ინსულინის კონკრეტულ დოზას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი შეცვლა. ეს ყველაფერი პაციენტის ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, რისკის შემცველია.” 

onalem

ტესტ