fbpx
საზოგადოება

კვირას, 26 ნოემბერს, მაღაზიები ღია იქნება – “შავი პარასკევი” და გრანდიოზული ფასდაკლებები

სავაჭრო ასოციაციის განცხადებით, კვირას, 26 ნოემბერს, საბერძნეთში მაღაზიები ღია იქნება. ვინაიდან აღნიშნული კვირა “შავ პარასკევსა” და “ციფრულ ორშაბათს” შორის არის, გადაწყდა, რომ კვირა დღესაც იმუშაონ და მომხმარებელს საშუალება მიეცეს, რომ უნიკალური შეთავაზებებით ისარგებლოს.

ბევრ მაღაზიაში უკვე ამოქმედებულია ფასდაკლებები ორშაბათიდან, ვინაიდან “შავი პარასკევის” მთლიანი კვირა უკვე გამოიყენება შეთავაზებებისა და ფასდაკლებებისთვის. მაღაზიები 26 ნოემბერს ღია იქნება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

გარდა, ამ კვირისა, მაღაზიები ღია იქნება ასევე, 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს და 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს. მათი სამუშაო გრაფიკი იქნება 11:00-დან 18:00 საათამდე და ზოგიერთი დიდი მაღაზია ღია იქნება 20:00 საათამდეც.

მოგვიანებით, რაც შეეხება, ზამთრის გრანდიოზულ ფასდაკლებებს, ისინი დაიწყება 8 იანვარს და ძალაში იქნება 29 თებერვლის ჩათვლით.

აღნუშნული ფასდაკლებების ფარგლებში მაღაზიები ღია იქნება კიდევ ერთ კვირა დღეს, 14 იანვარს და სამუშაო საათები იქნება 11:00-დან 18:00 საათამდე.

onalem

ტესტ