fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 23 წლის ტურისტს სერფინგის დროს მეხი დაეცა და გარდაიცვალა

ტრაგედია კუნძულ როდოსზე მოხდა – ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში დღეების სასიამოვნოდ გასატარებლად ჩამოვიდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

23 წლის ბრიტანელი როდოსზე, კონკრეტულად, აგია აგათის სანაპიროზე იმყოფებოდა, როდესაც წვიმა დაიწყო. დაახლოებით 14:00 საათზე დანარჩენი ტურისტები წყლიდან დაუყოვნებლივ გამოვიდნენ და მასაც სთხოვდნენ, რომ გამოსულიყვნენ, თუმცა, არ დაუჯერა. კონკრეტულ მომენტში, როდესაც სერფინგით იყო დაკავებული, მეხი ჩამოვარდა, პირდაპირ მას დაეცა და გონება დაკარგა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, ექიმების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ახალგაზრდა დაიღუპა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ძლიერი წვიმა დაიწყებოდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე მოსალოდნელი იყო განსაკუთრებით სახიფათო ფენომენი და მოსახლეობას სანაპირო დაეტოვებინა. სამწუხაროდ, 23 წლის ბიტანელმა გაფრთხილება არ გაითვალისწინა.

onalem

ტესტ