fbpx
საზოგადოება

დესპინა ვანდის ყოფილი მეუღლე, დემის ნიკოლაიდი ახალ ურთიერთობაშია – ვინ არის ალექსანდრა ნიკოლაიდუ?!

დესპინა ვანდიმ მრავალწლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ ახალი ურთიერთობა დაიწყო და ცხოვრება გააგრძელა, როგორც ჩანს, ასევე მოიქცა მისი ყოფილი მეუღლეც, დემის ნიკოლაიდი და ახლა ცალ-ცალკე ორივე ბედნიერია.

ვრცელდება ფოტოები, რომლებშიც ჩანს, თუ ვინ არის დემის ნიკოლაიდის მეორე ნახევარი – ის ალექსანდრა ნიკოლაიდუა, რომელიც შოუბიზნესის სფეროში აქტიური აღარ არის, თუმცა, ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს, მათ შორის: კატერინა კენურიუსთან. ის წარსულში მონაწილეობდა სერიალში, “Καληνύχτα Μαμά”, თუმცა, სამსახიობო კარიერა მალევე დაასრულა და სხვა სფეროთი დაკავდა.

ამჟამად ნიკოლაიდუ ტანსაცმლის ონლაინ-გაყიდვებით არის დაკავებული.

 

onalem

ტესტ