fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

წყალდიდობა კერატეაში: გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ამ დრომდე ეძებენ ორ მოხუცს

კერატეაში, ოვრიოკასტროს ტერიტორიაზე წყალდიდობის გამო მძიმე მდგომარეობაა. ეძებდნენ სად ადამიანს, რომელთაგან ერთი ქალი მოვარდილი ნიაღვრის ნაკადში გარდაცვლილი იპოვეს.

ამ დრომდე მიმდინარეობს კიდევ ორი ადამიანის ძებნითი სამუშაოები. სავარაუდოდ, მათი მანქანა წყალმა წაიღო. ჯერჯერობით მათი კვალიც კი არსად ჩანს.

საქმეში ჩართულია რამდენიმე სამსახური. ოფიციალური ინფორმაციით, ცდილობენ იმის დადგენას, გადააგდო თუ არა წყლის ძლიერმა დინებამ მანქანა ხიდიდან, სადაც დინება ყველაზე მძლავრი იყო.

onalem

ტესტ