fbpx
ფინანსები

როგორ აუნაზღაურდებათ თანამშრომლებს საბერძნეთში მე-6 სამუშაო დღე, ანუ თუ კვირას იმუშავებენ?

2024 წელი დადგა და როგორც შრომის სამინისტრო იუწყება, კვირაობით მომუშავე ადამიანების ანაზღაურების მეთოდიც შეიცვლება, რადგან 6-დღიანი სამუშაო ჩარჩო ფართოვდება.

კერძოდ, თანამშრომელი, რომელსაც სამსახურში გამოიძახებენ მე-6 დღეს და ეს დღე კვირა ან ოფიციალურად უქმე დღეა, მიიღებს არა ჩვეულებრივ განსაზღვრულ დღის ხელფასს, არამედ ამ რაოდენობაზე კიდევ 75%-იან მატებას.

აქედან გამომდინარე ხელფასებზე ზრდას შენიშნავენ ისეთ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნებართვა გაიხსნან და იმუშაონ კვირა დღესაც.

რამდენიმე ხნის წინ გაკეთებულ განცხადებებში ადონის გეორგიადიმ აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან არსებობს დაწესებულებები, რომლებიც უბრალოდ შეუძლებელია, იყოს დაკეტილი.

“მაგალითად რომ ვთქვათ, არ შეიძლება, რომ დაკეტილი იყოს სასტუმრო, რესტორანი, თუნდაც კვირა დღეს, ეს ინდუსტრიები მუშაობენ მუდმივად, რადგან რომ გაჩერდნენ, სერიოზული ზარალი გვექნება,” აცხადებს მინისტრი.

onalem

ტესტ