fbpx
ეკონომიკაფინანსები

10 აპრილს პროგრამა იხურება – როდის დაერიცხებათ 800 ევრო საბერძნეთში უმუშევრად დარჩენილებს?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პროგრამა, რომელშიც საბერძნეთში უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლები 800 ევროს მისაღებად განცხადებებს ავსებენ, 10 აპრილს, დღის ბოლოს დაიხურება და განაცხადების მიღება შეწყდება.

14 აპრილს სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ყველა საჭირო პროცესის განხორციელება იმისთვის, რომ შემდეგ უკვე თანხების დარიცხვა დაიწყოს.

ოფიციალური ცნობით, პირველ ანგარიშებზე თანხები 15 აპრილს დაირიცხება, შემდეგ კი 16 და 17 აპრილს, ეტაპობრივად, თითოეული უმუშევარი მიიღებს კუთვნილ 800 ევროს.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ 10, 11 და 12 აპრილს ხალხს საშუალება ექნება შეასწორონ თავიანთი განაცხადები, თუკი რაიმე შეცდომა დაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ 800 ევრო ეკუთვნით უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებს, რომელთა სამსახურებიც კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, სახელმწიფოს მითითებების საფუძველზე დაიხურა ან თავად კომპანიებმა გადაწყვიტეს შეეწყვიტათ მუშაობა, ფინანსური კრიზისის და შემოსავლების ვარდნის გამო.

თანხის აღება შეუძლიათ ოფიციალურად მომუშავე ქართველ ემიგრანტებსაც, რომელთა სამსახურიც აღნიშნული მიზეზით დაიკეტა.

განაცხადების შევსება მიმდინარეობს ΑΦΜ-ის ნომრის ბოლო ციფრის მიხედვით.

 

 

 

onalem

ტესტ