fbpx
ჯანმრთელობა

62 ახალი შემთხვევა საბერძნეთში – ინფიცირებულთა რაოდენობა 1.735-ს უდრის

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 73-ს უდრის.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით 1.735 ადამიანია დაავადებული.

საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან 93 მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. მათი საშუალო ასაკი 65 წელია. აქედან მხოლოდ 21-ია ქალი (22.6%), ხოლო დანარჩენები მამაკაცები არიან. 68.8%-ს აქვს სხვა დაავადებები და მათი ასაკი 70-ს წელს ზემოთ არის.

რეანიმაციიდან გამოყვანილია 10 პაციენტი და მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

დღეს გარდაიცვალა 5 ადამიანი, რამაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 73-მდე გაზარდა, აქედან 21 ქალია.

 

onalem

ტესტ