fbpx
საბერძნეთი

“მამაჩემის დაკრძალვა ტელეფონით ვნახე. არ გწერთ, რომ შეგეცოდოთ, გწერთ, რომ “შეგეშინდეთ” – კოსტას იკონომიდის

კოსტას იკონომიდი 73 წლის მამაკაცის ვაჟია, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა. მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, თუ რა მძიმე პერიოდი გამოიარა, არა მხოლოდ მამის გარდაცვალების გამო, არამედ იმის გამოც, რომ ფიზიკურად ვერ შეძლო დასწრებოდა დაკრძალვის ცერემონიას და ეს ყველაფერი ვაიბერის საშუალებით ნახა.

“შაბათს ექიმმა გვითხრა, რომ იმ ღამეს ვეღარ გადაიტანდა. შემდეგ შეგვატყობინეს, რომ გადაიყვანდნენ ფლორინას პატარა საავადმყოფოში და გააკეთებდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ. ისიც გვითხრეს, რომ საბერძნეთში საწოლების დეფიციტია და ტრაგიკული სიტუაციის გამო, არ შეეძლოთ მისი რეანიმაციაში მოთავსება. მამაჩემისთვის არ აღმოჩნდა ერთი საწოლიც კი.

როცა გარდაიცვალა, ცხედარი ორ სპეციალურ პარკში მოათავსეს და სასახლე დალუქეს. მამაჩემის დაკრძალვა ვნახე ვაიბერის საშუალებით.

ამ ყველაფრის შესახებ დავწერე ფეისბუქზე და მივმართავ ყველას, ვისაც არ სჯერა covid-19-ის არსებობის, მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვიყავი, მეგონა, რომ ეს უბრალო გრიპი იყო და მედია აჭარბებდა ამ ვირუსზე საუბრისას.

არ გწერთ იმიტომ, რომ შემცოდოთ, გწერთ იმიტომ, რომ “შეგაშინოთ!””

onalem

ტესტ