fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

არსებობს თუ არა საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრის საფრთხე, 6.1 ბალიანი ბიძგის შემდეგ?!

მას შემდეგ, რაც დღეს დილით კრეტასა და ანტიკითირას შორის 6.1 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, ხოლო გუშინ გამთენიისას ალბანეთის ქალაქი 6.4 ბალიანმა ბიძგმა დაანგრია, ბერძენი სეისმოლოგები კონკრეტულ განცხადებებს აკეთებენ.

გაჩნდა კითხვა, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ამ მიწისძვრას საბერძნეთში კიდევ უფრო ძლიერი მოჰყვეს და არის თუ არა რაიმე კავშირში ალბანეთში მომხდარ მოვლენებთან.

სეისმოლოგი კოსტას პაპაზახოსი აცხადებს, რომ მსგავს მიწისძვრებს ნგრევა არ მოაქვს, რადგან სიღრმე ძალიან დიდია.

“ასეთ მიწისძვრებს თან უფრო ძლიერი ბიძგები არ ახლავს. მისი სიღრმე საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ეს მთავარ მიწისძვრად ჩავთვალოთ და ამ ყველაფერს არანაირი გაგრძელება არ ექნება. ეს საშუალო დონის ბიძგია, რომელიც ჩვეულებრივ მხოლოდ ერთხელ ხდება.

რაც შეეხება ალბანეთს, ამას იქ მომხდარ მიწისძვრასთან არანაირი კავშირი არ აქვს,” განაცხადა სეისმოლოგმა ეფთიმიოს ლეკასმა.

“მიწისძვრა დიდ მანძილზე იმიტომ იყო საგრძნობი, რომ ეპიცენტრი ძალიან ღრმა იყო,” იუწყება აკის ცელენტისი.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრის სიღრმე 70 კილომეტრი იყო. ყველა ბერძენი სეისმოლოგი თანხმდება, რომ ეს ალბანეთში მომხდარი მოვლენებისგან დამოუკიდებლად მოხდა და მისი გაგრძელება არ არის.

onalem

ტესტ