fbpx
საბერძნეთი

“გვჭირდება კარანტინის მინიმუმ 1 კვირით გაგრძელება”- როდისთვის ვარაუდობს პროფესორი დერმიძაკისი საბერძნეთში სიტუაციის დასტაბილურებას

ინფექციური დაავადებების პროფესორმა, მანოლის დერმიძაკისმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საბერძნეთში კარანტინის გაგრძელება კიდევ ერთი კვირით არის აუცილებელი და სწორედ ამის შემდეგ ჩვენ ვიხილავთ სიტუაციის დასტაბილურებას.

“მიღებული ზომების შედეგებს მომდევნო 5 დღის შემდეგ ვიხილავთ. უნდა აღვნიშნო, რომ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტთა რიცხვი შემცირედება მომდევნო 4 კვირაში. ასევე, დაფიქსირდება ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვის კლებაც.

ვფიქრობ, რომ ზომების გამკაცრება არ არის აუცილებელი, ჩინეთს არ უნდა დავემსგავსოთ, ამაზე საუბარი ადრეა და ამ ეტაპზე გვჭირდება მხოლოდ დაველოდოთ, თუ რა შედეგები ექნება აკრძალვებს.

ინფიცირებულთა რიცხვი მინიმუმ 500-მდე უნდა დაეცეს, რომ ვიფიქროთ ზომების ეტაპობრივ მოხსნაზე, მანამდე კი, გვჭირდება 1 კვირა დამატებითი კარანტინი.

უმნიშვნელოვანესია ხალხმა იცოდეს, რომ ვაქცინა, რომელიც დეკემბრის შემდეგ საბერძნეთში გვექნება, იქნება უსაფრთხო და ის აუცილებლად უნდა გაიკეთონ. როდესაც აპრილისთვის მოსახლეობის 60%-70%-ის ვაქცინაცია მოხდება, ვინაიდან ყოველ თვეში 2 მილიონი ადამიანის ვაქცინაციაა შესაძლებელი, უკვე შეგვეძლება დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ