fbpx
საზოგადოება

ტრამვაი სინდაღმაზე დაბრუნდა! რეისები ჩვეულ რეჟიმში შესრულდება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 2 წლიანი პაუზის შემდეგ ტრამვაი სინდაღმაზე დაბრუნდა.

საჯარო ტრანსპორტის აღნიშნული სახეობა რეისებს მთელი 2 წლის მანძილზე არ ასრულებდა, რამაც ბევრი ადამიანისთვის გადაადგილება ერთგვარად გაართულა, ვინაიდან ათენის სამხრეთ გარეუბნებისკენ მხოლოდ ავტობუსები მოძრაობდნენ.

სამუშაოების დასრულების და ყველა საჭირო შემოწმების ჩატარების შედეგად, ტრამვაი სინდაღმიდან და სინდაღმისკენ ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებს და უსაფრთხოდ შეასრულებს რეისებს.

სინდაღმაზე დღეს დილით იმყოფებოდა საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრიც, კოსტას კარამანლისი, რომელმაც განაცხადა, რომ მათი მთავარი მიზანი წლის ბოლომდე ტრამვაის ქალაქის ცენტრში დაბრუნება იყო და სამინისტრომ საკუთარი სიტყვა შეასრულა.

onalem

ტესტ