fbpx
საზოგადოება

“ჩემთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იყოს” – დესპინა ვანდი მელინას 18 წლით უფროს მეორე ნახევარზე საუბრობს

დესპინა ვანდის ქალიშვილის, მელინა ნიკოლაიდის ურთიერთობაზე მასზე ბევრად უფრო მამაკაცთან, მედიაში ბევრი დაიწერა. ალექსანდროს პოლიხრონიადი 34 წლის ბიზნესმენია და მომღერლის გოგონასთან რამდენიმე თვეა რაც ურთიერთობა აქვს.

ვანდი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც მელინა სწავლობს და დაბრუნებისას მას აეროპორტში მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. ჟურნალისტებმა მომღერალს ჰკითხეს, თუ როგორია მისი დამოკიდებულება შვილის ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაზეც უპასუხა:

“ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იყოს. ორივე ბედნიერია ამ ურთიერთობით, ეს ყველაფერი მშვენიერია, სხვა რა შეიძლება უნდოდეს მშობელს, ყველას ეს უნდა.”

მელინა ნიკოლაიდი სულ ახლახანს 19 წლის გახდა.

onalem

ტესტ