fbpx
საბერძნეთი

“სიყვარულმა, რომელიც ქრისტემ გვასწავლა, არ იცის საზღვრები და რელიგია” – ბერძენი მიტროპოლიტები თურქეთსა და სირიაში

თრაკის მიტროპოლიტები მოსახლეობას თურქეთსა და სირიაში მომხდარი მომაკვდინებელი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების შეგროვებისკენ მოუწოდებენ. ოთხი მიტროპოლიტი მიმართავს ქრისტიანებს და სთხოვს, რომ სირიელ და თურქ ხალხს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადონ და დაეხმარონ ყველაფრით, რაც შეუძლიათ.

“მოგიწოდებთ, რომ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა და აქტიური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ თურქეთსა და აღმოსავლეთ სირიაში დაზარალებულ ადამიანებს. სიყვარულმა, რომელიც ქრისტემ გვასწავლა, არ იცის საზღვრები, ისინი განიცდიან უდიდეს ტრაგედიას, ამიტომ გვერდით ვტოვებთ რელიგიურ და ეროვნულ განსხვავებებს. უნდა შევაგროვოთ და გავუგზავნოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია,” აღნიშნულია ოფიციალურ მოწოდებაში.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთმა უკვე გააგზავნა თურქეთში სამაშველო სამსახური და გროვდება ჰუმანიტარული დახმარება გასაგზავნად.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა დახმარებაზე უარი განუცხადა კვიპროსს.

onalem

ტესტ