fbpx
საბერძნეთი

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მითითებები მოსახლეობას – “ბარბარა” უხვი თოვლით გრძელდება

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლიმატური ფენომენი “ბარბარა” ჯერ კიდევ აქტიურია და როგორც ჩანს, მომდევნო დღეების მანძილზე ჩაცხრობას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და მოერიდონ არააუცილებელ გადაადგილებას ისეთ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეები არსებობს.

ხვალ, 8 თებერვალს, პროგნოზი ასეთია:

თოვა გაგრძელდება სპორადესში, აღმოსავლეთ თესალიასა და ევიაში, ასევე, აღმოსავლეთ სტერეაში, ჩრდილოეთ კიკლადებსა და კრეტას მთიან და ნახევრად მთიან ტერიტორიებზე. მაგნისიაში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევიაში ფთიოტიდასა და ვიოტიაში უხვი თოვა შუადღემდე იქნება.

ატიკის რეგიონში ხვალ შუადღემდე მოსალოდნელია თოვა, განსაკუთრებით ჩრდილოეთით, მთელი დღის მანძილზე დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

აღსანიშნავია, რომ კრეტაზეც კი, სადაც დანარჩენ საბერძნეთთან შედარებით, ყოველთვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, ნახევარ მეტრამდე თოვლი მოვიდა და პრობლემები შეიქმნა მანქანების გადაადგილების თვალსაზრისით.

onalem

ტესტ