fbpx
საბერძნეთი

ბერძნებმა ოთხი სახლიდან 60.000 ევრო და ძვირფასი სამკაულები მოიპარეს – “წარმატებული” ქურდობები მათი დაკავებით დასრულდა

შესაძლოა მედია ქურდობების ფაქტებთან დაკავშირებით მუდმივად უცხოელთა სახელებს აჟღერებს, მაგრამ ამ შემთხვევაში კოზანში დააკავეს ორი ბერძენი ახალგაზრდა, 20 და 27 წლის, რომელთაც სერიული ქურდობების შედეგად ათასობით ევრო და ძვირფასეულობა ჰქონდათ მოპარული.

კერძოდ, საუბარია 2022 წლის 11 აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით მომხდარ ქურდობებზე, რომლებიც 6 სახლში მოხდა. ოთხი მათგანი ჩადენილია კოზანში, ხოლო ორი მაგნისიაში, თუმცა, ბოლო ორიდან ვერაფრის წაღება შეძლეს. ბერძნებმა სპეციალური იარაღების საშუალებით შეაღწიეს სახლებში და მათ მიერ მოპარული თანხა საერთო ჯამში 60.000 ევროს უდრის, ცხადია, წაიღეს ძვირფასი ნივთები და სამკაულები, რომლებიც თითოეულ ბინაში იპოვეს.

გამოძიების მასალების მიხედვით, მათ ჰყავდათ კიდევ ერთი თანამზრახველი, რომლის ვინაობაც და ადგილსამყოფელიც ამ დრომდე უცნობია, თუმცა, პოლიცია შესაბამის სამუშაოებს აწარმოებს მის საპოვნელად.

ამ დროისთვის გამოძიება იმის დადგენასაც ცდილობს, შევიდნენ თუ არა ისინი სხვა სახლებშიც, გარდა ზემოთ აღნიშნულებისა.

onalem

ტესტ