fbpx
საბერძნეთი

ათენი: 51 წლის სტომატოლოგი კლინიკას წლების მანძილზე ლიცენზიის გარეშე ამუშავებდა

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში, კერძოდ, ილიუპოლში, დააკავეს ბერძენი სტომატოლოგი, რომელიც ლიცენზიის გარეშე მუშაობდა. კითხვის ნიშნის ქვეშ არის საკითხიც, რამდენად კომპეტენტური იყო ის საკუთარ საქმიანობაში.

როგორც ირკვევა, 51 წლის სტომატოლოგს უთანხმოება მოუვიდა თავის პაციენტთან, უცნობია, თუ კონკრეტულად რას უკავშირდებოდა აღნიშნული კამათი, მაგრამ საქმე იმ დონემდე მივიდა, რომ პაციენტმა პოლიცია გამოიძახა. ოფიცრებს მან კონკრეტული პრობლემის შესახებ დაუწყო საუბარი, მაგრამ მალევე აღმოაჩინეს ისიც, რომ აღნიშნული სტომატოლოგიური კლინიკა საერთოდ ულიცენზიოდ მუშაობდა.

51 წლის ექიმი დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება, ჰყავს თუ არა სხვა დაზარალებული პაციენტებიც.

onalem

ტესტ