fbpx
საბერძნეთი

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და ზამთარი მომავალი კვირიდან – ნახეთ პროგნოზი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან საბერძნეთში ზამთრის გემოს შევიგრძნობთ, ვინაიდან ტემპერატურა ეცემა და პირველი თოვლიც კი მოვა რამდენიმე რეგიონში.

ოთხშაბათიდან საგრძნობლად აცივდება და ატიკის რეგიონში 10 გრადუსით დაეცემა ჰაერის ტემპერატურა. წვიმა მოსალოდნელია ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით, ასევე კრეტას ჩრდილოეთით.

ხვალ ათენში ჰაერი მაქსიმუმ 16 გრადუსამდე გათბება, რაც საგრძნობლად დიდი განსხვავებაა წინა დღეებთან მიმართებაში, ხოლო ხუთშაბათს კიდევ უფრო დაეცემა და 13 გრადუსამდე დაფიქსირდება.

ამას გარდა, ეგეოსის ზღვაზე გაძლიერდება ქარი და მათი ძალა 5-დან 8 ბალს მიაღწევს.

ამინდის მსგავსი ცვლილება საკმაოდ კონტრასტულია თუ გავიხსენებთ, რომ სულ ორი დღის წინ, ძლიერი სიცხის გამო, ათენის მოსახლეობამ სანაპიროებს მიაშურა.

onalem

ტესტ