fbpx
პოლიტიკა

4 ძირითადი ღერძი, რომელთა საფუძველზეც საბერძნეთის მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს

საბერძნეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადებები ქვეყანაში არსებულ ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამორიცხულია ძველი სახის კარანტინის დაწესება. მისი თქმით, მთავრობა 4 ძირითადი ღერძის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და თითოეული დეტალურად განმარტა.

კერძოდ, პრემიერის მიერ დასახელებული ღერძები შემდეგია:

1) კარანტინის გამორიცხვა ქვეყანაში – საბერძნეთში აღარ იგეგმება ჰორიზონტალური ჩაკეტვა და ამას პრემიერი მუდმივად ადასტურებს.

2) მას, ვინც სრულად ვაქცინირებულია, არ ექნება რაიმე სახის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, ხოლო აუცრელმა ადამიანებმა საკუთარი თავი მრავალჯერადი ტესტირებით უნდა დაიცვან. ტესტირება და თვით-შემოწმება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ამ ეტაპისთვის.

3) მესამე ღერძი არის ჯანდაცვის სისტემის უწყვეტი გაძლიერება – პრემიერის განცხადებით, სისტემა მაქსიმალურად იქნება მომარაგებული საჭირო ტექნიკით და შეძლებისდაგვარად ადამიანური რესურსით.

4) მეოთხე ღერძი არის ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება – მთავრობის გეგმაა, რომ მოსახლეობაში ცნობიერების დონე კიდევ უფრო ამაღლდეს და პანდემიის ტალღას ქვეყანამ ვაქცინაციის ტალღით უპასუხოს.

 

onalem

ტესტ