fbpx
საბერძნეთი

“არ არსებობს მიზეზი ხალხი ისევ სახლებში ჩავკეტოთ” – 8.000-სზე მეტი ინფიცირებული დღეს საბერძნეთში

დღეს საბერძნეთში ახალი რეკორდი დაფიქსირდა – გამოვლინდა 8.613 ახალი ინფიცირებული, რაც საგანგაშო რიცხვია. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მინა გაგამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კარანტინის დაწესების საჭიროება არ არსებობს.

“როდესაც თავდაპირველად კარანტინი გამოვაცხადეთ, ეს აბსოლუტურად ლოგიკური იყო. მაშინ ეს გვჭირდებოდა, რადგან არაფერი ვიცოდით. ახლა ხალხი კიდევ ერთ ჩაკეტვას ვერ აიტანს და ეს უსამართლოც იქნება.

ორი წლის შემდეგ, როცა უკვე ვიცით, ვირუსი როგორ ვრცელდება და როგორ გავუმკლავდეთ პანდემიას, არ არსებობს მიზეზი, რომ ხალხი სახლებში ჩავკეტოთ. ამას ვეღარავინ გაუძლებს. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ გარშემომყოფებს და საკუთარ თავს,

რაც შეეხება სკოლებს, არც სკოლები დაიკეტება, რადგან აქ ბევრი შემთხვევა არ გვაქვს. მხოლოდ რამდენიმე განყოფილება დაიკეტა, სადაც გავრცელდა ვირუსი შედარებით მეტად. ბავშვები მოზრდილებზე ფრთხილები არიან. ვირუსი არის საზოგადოებაში, მაგრამ არ ჭარბობს სკოლებში,” განაცხადა ქ-ნ გაგამ.

 

onalem

ტესტ