fbpx
პოზიტივი

სილამაზის სალონი ათენის მუნიციპალიტეტისგან, სადაც მომსახურება სრულიად უფასოა

ათენში სილამაზის სოციალური სალონი უკვე რეალობაა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა, კომპანიასთან, L’Oréal Professional Products, თანამშრომლობით გახსნა სალონი, სადაც მომსახურება სრულიად უფასო იქნება მამაკაცების, ქალებისა და ბავშვებისთვისაც.

სალონი შეიქმნა და ამუშავდა იმისთვის, რომ მომსახურება გაუწიონ უსახლკარო ადამიანებს, სოციალურად დაიცველებს და ზოგადად, ყველა იმ ადამიანს, რომელიც რთულ ყოველდღიურ პირობებში ცხოვრობს.

ადგილზე იმყოფებოდა ათენის მერი, კოსტას ბაკოიანიც, რომლის თქმითაც, აღნიშნული სალონის შექმნის მიზანი არის ის, რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ ინტერესი და ზრუნვა, გარკვეული კუთხით მაინც.

სილამაზის სალონში პროფესიონალები მუშაობენ და ყველა საჭირო ნივთით არის აღჭურვილი.

დაწესებულება ლარისის სადგურის მოპირდაპირედ, დომოკუს 2-ში მდებარეობს.

onalem

ტესტ