fbpx
საბერძნეთი

ათენი: ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს შენობას მოლოტოვებით დაესხნენ თავს

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს შენობაზე თავდასხმა განხორციელდა.

ირკვევა, რომ ნეო ფალიროში მდებარე შენობასთან, დაახლოებით 02:30 საათზე, სამი პირი საეჭვოდ გადაადგილდებოდა. მათ ხუთი მოლოტოვი ისროლეს, სამი შენობის ეზოში დაეცა, ხოლო ორი ღობის გარეთ.

ტელეკომპანიის წარმომადგენლობა იუწყება, რომ სერიოზული ზარალი არ გამოწვეულა.

 

 

onalem

ტესტ