fbpx
საბერძნეთი

პროფესიონალი თაღლითი ქალი მთელ საბერძნეთში ბიზნესმენებს ატყუებს – სასტუმროებში რჩება, მიირთმევს და თანხას არ იხდის

ბერძნული მედია “უცნობი” ქალის შესახებ იუწყება, რომელიც მთელი საბერძნეთის მასშტაბით ბიზნესმენებს ატყუებს და დაწესებულებებში, რომლებშიც შედის, ყველა საშუალებას იყენებს, რაც ადგილზე არსებობს, თუმცა, მომსახურებაში 1 ევროსაც არ იხდის. ის იქაურობას ისე ტოვებს, რომ ვერავინ ხვდება.

კერძოდ, კონკრეტული ქალბატონი, რომლესაც ვარაუდობენ, რომ იუგოსლავიის მოქალაქეა, თავს ცნობილი ბრიტანელი ბიზნესმენის მეუღლედ ასაღებს და 2021 წლიდან ძებნაშია. ის საბერძნეთის ცნობილ და მდიდრულ სასტუმროებში ჯავშნის ნომრებს, უკვეთავს ძვირადღირებულ კერძებს და ბოლოს ახერხებს, რომ იქაურობა თანხის გადახდის გარეშე დატოვოს.

აღსანიშნავია, რომ ის ნომრებს ჯავშნის ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელიც ვითომ მის ბრიტანელ მეუღლეს ეკუთვნის, ასეთი მამაკაცი კი, უბრალოდ არ არსებობს. მისი ყოფნა დაფიქსირდა ატიკის მასშტაბით რამდენიმე სასტუმროში, მათ შორის სარონიდაში.

ამას გარდა, არიან მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ სასტუმროებში ის სხვადასხვა მამაკაცებთან ერთად მიდიოდა, რომელთაც, დიდი ალბათობით, ასევე ატყუებდა და ოსტატური გზით თანხებს პარავდა.

ცნობილია ისიც, რომ ქალი წითურია და შავ ძაღლთან ერთად გადაადგილდება, ცხადია, ყველგან სხვადასხვა სახელებს იყენებს და მისი ადგილსამყოფელის დადგენა და დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

onalem

ტესტ