fbpx
საზოგადოება

ემანუელას თვალის რქოვანა 10 წლის გოგონას გადაუნერგეს, რომელმაც მხედველობა 2 წლის ასაკში დაკარგა

21 წლის ემა ნამდვილი სასწაულია, როგორც მისი დედა ამბობს. გოგონამ გარდაცვალების შემდეგ უამრავ ადამიანს აჩუქა სიცოცხლის ბედნიერად, ჯანმრთელად გაგრძელების შესაძლებლობა.

როგორც ცნობილი გახდა, მისი ორგანოები მიიღეს ადამიანებმა, რომლებიც დონორის რიგში წლების მანძილზე იცდიდნენ და იმედებიც კი გადაწურული ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთია 10 წლის გოგონა, რომელმაც ემას თვალის რქოვანა მიიღო. ბავშვს მხედველობაზე პრობლემა 2 წლიდან ჰქონდა და მთელი 8 წლის მანძილზე ოჯახი გამოსავალს ელოდებოდა.

მედიის ცნობით, გადანერგვის ოპერაცია “პაპაგეორგიუს” სახელობის საავადმყოფოში მოხდა და ამ დროისთვის მოწმდება მეორე რქოვანა, რამდენად შეიძლება მოხდეს მისი დონაციაც.

ექიმები აცხადებენ, რომ ასეთი დიდი ტრაგედიის ფონზე უკიდურესად დასაფასებელი და დიდსულოვანი ნაბიჯია ემას ოჯახის მხრიდან, რომ გასცეს მიდი ორგანოები იმ ადამიანებზე, რომელთაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ.

onalem

ტესტ