fbpx
საბერძნეთისაზოგადოებაჯანმრთელობა

ქაოსი “ევანგელისმოს” საავადმყოფოში: სიტუაცია დღითიდღე უარესდება

ათენის და ზოგადად ატიკის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საავადმყოფოში არსებულმა პირობებმა კრიტიკულ მაქსიმუმს მიაღია: პერსონალის შემცირება, თანხების არარსებობა, მოძველებული სამედიცინო აპარატურა – ეს ყველაფერია, რასაც “ევანგელისმოს” საავადმყოფოში შეხვდებით.

15 მარტს ჯანდაცვის სამინისტროს წინ დაგეგმილია აქცია, რომელზეც საავადმყოფოს თანამშრომლები აღნიშნულ პირობებს გააპროტესტებენ.

აღსანიშნავია, რომ “ევანეგელისმოს” საავადმყოფოში თითქმის ყოველდღე პაციენტების იმდენად დიდი რაოდენობა მიდის, რომ მომსახურე პერსონალს თითოეულის მდგომარეობასთან გამკლავება არ შეუძლია. ისინი ამ ყველაფერს “პაციენტთა ცუნამს” უწოდებენ.

როგორც ცნობილია, საავადმყოფოში ვაკანტური სამუშაო ადგილების რიცხვი დაახლოებით 800-ს უდრის, თავისუფალია 400 ადგილი ექთნის პოზიციაზე, 80 ტექნიკოსის პოზიციაზე, 150 მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო 120 სხვადასხვა სპეციალობის ექიმის პოზიციაზე. თუმცა, ცხადია, ეს რიცხვი აქ არ მთავრდება.

თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად მუშაობენ, შოკირებულნი არიან ხელფასების შემცირებით. მათი ხელფასის რაოდენობა დაახლოებით 33-35%-ით არის შემცირებული, პოზიციების მიხედვით. არსებობს თანამშრომელთა ისეთი კატეგორიაც, რომელთა ხელფასი 50%-ით შემცირდა.

onalem

ტესტ