fbpx
პოლიტიკა

“ჩვენ არ ვაპირებთ საბერძნეთთან ომს, მაგრამ არც შერიგებას ვაპირებთ” – ერდოღანი

ΣΚΑΙ-ს ჟურნალისტის, მანოლის კოსტიდის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტების ყველაზე კრიტიკულ კითხვებს უპასუხა. კითხვები, ცხადია, საბერძნეთ-თურქეთის დაძაბულ ურთიერთობას ეხებოდა.

ერდოღანის განცხადებები შემდეგია:

“ჩვენ არ ვაპირებთ საბერძნეთთან ომს. საკმაოდ ბევრს სურდა ჩვენი შერიგება, მაგრამ არც შერიგებას ვაპირებთ, ყოველ შემთხვევაში ახლა, მომავალში კი, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა ასეთ რამეს არ ვფიქრობთ.

რაც შეეხება კირიაკოს მიცოტაკის, მას არ აქვს კარგი განზრახვები, რაც ნიშნავს, რომ შეუძლებელია ჩვენს შორის შეხვედრა შედგეს. აშკარაა, როგორ ახდენენ კუნძულების მილიტარიზაციას, მეორეს მხრივ კი, მუდმივად არღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს,” ამბობს ერდოღანი.

როგორც ბერძნული მხარე აცხადებს, ერდოღანი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ თურქული ხომალდები იჭრებიან ბერძნულ სივრცეში განსაკუთრებული სიხშირით.

ამრიგად, 2022 წლისთვის თურქეთისა და საბერძნეთის პირველი პირების შეხვედრა, დიალოგის მიზნით, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

onalem

ტესტ